ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები განიხილავენ შეზღუდვებს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვისაც:
“როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვიზო რეჟიმის შეჩრების, ასევე გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის. ჩვენ არ გვინდა რომ ზიანი მივაყენოთ მოსახლეობას, არ გვინდა რომ დავსაჯოთ ხალხი, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას ევროკავშირის ფასეულობების მიმართ არამხოლოდ საქართველოს დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებშიც, სადაც აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს. მაგრამ ხელისუფლების წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისასტიკესა და ძალადობაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ ორშაბათს, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული” ამბობს ჰერჩინსკი [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო