პაველ ჰერჩინსკი – ის, რაც საქართველოში ხდება აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად – ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე

ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ “ყველა ზომა მაგიდაზეა”.
„ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ბოლოს, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ყველაფერ ამასთან და საჭიროა ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე დაფიქრება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც მოხდება“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა სანქციების საკითხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ელჩმა უპასუხა:
„მე უკვე ძალიან გარკვევით განვაცხადე, რომ როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას, ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან საჭიროა 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება, თუმცა, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად, ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ, იმედი მაქვს ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის რთული იქნება უგულებელყოს ძალადობის დონე, სისასტიკის დონე. მოდით, ვნახოთ, იქნება თუ არა სანქციები წარმოდგენილი ორშაბათს, მოსამზადებელი სამუშაო უკვე ნამდვილად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა – ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო