არქივი22 ოქტომბერი, 2024, 10:23
„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივსა და ჰაიფაში მდებარე სადაზვერვო და სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.