არქივი24 ოქტომბერი, 2024, 13:06
ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ ნაჰარიას მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვეს.
ლიბანიდან გაშვებული რაკეტების ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი, რაკეტების ნამსხვრევების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ნაჰარიას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.