ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლამ“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ ორი რაკეტა ჩამოაგდო

ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლამ“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ ორი რაკეტა ჩამოაგდო

„ჰეზბოლამ“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ ორი რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, თელ-ავივსა და ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე შენობა დააზიანა.
სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ რაკეტების სამიზნე თელ-ავივში მდებარე ისრაელის სამხედრო სადაზვერვო ბაზა იყო.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ცოტა ხნის წინ, „ჰეზბოლამ“ ჰაიფას მიმართულებით 25-მდე რაკეტა გაუშვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.