არქივი28 ივლისი, 2024, 15:42
ჰარისის საარჩევნო კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მლნ დოლარზე მეტი შეაგროვა
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, კამალა ჰარისის კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. ამის შესახებ განცხადებას ჰარისი კამპანია ავრცელებს. შემოსული თანხა რეკორდულია.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.