ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა

კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა, - ამის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, კევინ მუნიოსმა განაცხადა.
კევინ მუნიოსის ცნობით, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათის განმავლობაში, ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 81 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა.
ჰარისის კამპანიის განცხადებით, შემოწირულობა 888 000 დონორმა გაიღო და აღნიშნული თანხა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომლის შეგროვებაც საარჩევნო კამპანიამ 24 საათში შეძლო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.