არქივი22 ივლისი, 2024, 17:11
Politico - „დემოკრატიულმა პარტიამ“, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, 55 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს.
აღნიშნულია თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.