ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის შეჩერებას თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გააწყვეტილებას” უწოდებს.
პოლიტიკოსი თქმით, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, თუ “როგორ ებრძვის “ოცნება” ეროვნულ იდენტობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც”.
ქართველოლოგიის პროგრამის დახურვა არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართული ოცნების”. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არაფერი საერთო მათ ქართველობასთან და ქართული იდენტობის დაცვასთან არ გააჩნიათ. საუბარი იყო მიზერულ თანხაზე – ორ მილიონზე იმისთვის, რომ პროგრამა გაგრძელებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ “ოცნება” ებრძვის ეროვნულ იდენტობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ყველაზე მძიმე ამ კუთხით არის ის ზიანი, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი მძიმე გადაწყვეტილების გამო, რათა ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილსი ძალაუფლება იყოს დაცული”, – აცხადებს თეონა აქუბარდია.
ქართველოლოგიის პროგრამის შეჩერებას ეხმაურებენიან ქართულ პროფესიულ წრეებშიც – თსუ-ს პროფეროსი, ცირა ბარამიძე ამბობს, რომ ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის ხელძღვანელი, სტივენ ჯონსი “ოცნებისთვის” მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან. პროფესორი ფიქრობს, რომ სწორედ ამას უკავშირდება პროგრამის შეჩერებაც.
მთლიანად კურსი აღებულია იზოლაციისკენ დასავლური განათლების სისტემიდან და ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჩახსნისაკენ. ამის შესახებ არაერთგზის ვამბობდითვ და ეს ამის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, სულ რაღაც 5 წელია ფუნქციონირებს. პასუხი, რომ ანგარიში არ იყო წარმოდგენილი, სრულიად არადამაჯერებელია. საუბარია ფინანსურ დანაზოგზე – ე.ი. ფინანსურადაც მხარს არ დაუჭერენ. ეს არის იმდენად მიზერული თანხა საქართველოს სახელმწიფოსთვის, ხოლო უკუგება ამ პროგრამისა იყო ძალიან დიდი. ღარიბაშვილის დროს დაარსდა ეს პროგრამა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
სტივენ ჯონსი არ აფილირდება დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიულ კურსთან და ის გამოვიდა და ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და შემდგომ პროცესებს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სტივენ ჯონსი არ არის მათთვის მისაღები. ეს არის მოკლე შინაარსი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან შეზღუდული პერსპექტივა ახალგაზრდებისთვის, რომ აქ განვითარებინათ თავიანთი ინტერესები”, – აცხადებს პროფესორი ცირა ბარამიძე.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ნათია ჭანკვეტაძე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართულ პროგრამას ჰარვარდში:
ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელ პროგრამას ორი წელი ვუხელმძღვანელე და ამ საქმეზე უფრო მნიშვნელოვანსა და საამაყოს ცოტას თუ გავაკეთებდი და გავაკეთებ. პროგრამის დახურვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და სამწუხაროდ, არა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ამ მოკლე წერილში, ბევრ დეტალს ვერ მოვიცავ, პროგრამის საქმიანობის, მისი შედეგებისა და განათლების სამინისტროსთან ბოლო ერთ წლიანი კომუნიკაციის შესახებ. ისევე როგორც, პროექტის შემაჯამებელი 45-გვერდიანი ანგარიშისა და პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო გრანტის გაგრძელებაზე გაგზავნილი წინადადების თაობაზე. თუმცა, ამაზე სასაუბრო პლატფორმაც არსებობს. ვიტყვი, რომ საქართველოს შესწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მინიმუმ ერთი წელი, პროგრამის დახურვის პირობებშიც გრძელდება და მეტიც, ახალი პროექტიც იგეგმება. ახალ ინსტიტუციურ სახლთან ერთად, ისევ ჰარვარდში. მედია საშუალებებს დაზუსტებული ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, როგორც წინა პროგრამის, ასევე ახალი პროექტის შესახებ. ასევე, იმ მხარდაჭერის საჭიროების შესახებ, რაც ამ საქმის ხანგრძლივად შენარჩუნებას სჭირდება”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჭანკვეტაძემ.
თუ რატომ შეჩერდა ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამა – ამ კითხვაზე პროფესორმა სტივენ ჯოსნმა “ნეტგაზეთს” ცოტა ხნის წინ წერილობითი კომენტარი გაუგზავნა.
კურსისთვის საჭიროა მინიმუმ 10 ჩარიცხული სტუდენტი. ჩვენ მხოლოდ ექვსი გვყავდა. არსებობდა სხვა ბიუროკრატიული პრობლემებიც, რამაც მისი ნაადრევად დახურვა გამოიწვია. მომდევნო სემესტრში ჩვენ მას ხელახლა გამოვაცხადებთ. ჰარვარდის ქართული პროგრამა დევისის ცენტრში ფაქტობრივად დაიხურა, თუმცა უნივერსიტეტის სხვა ცენტრებში ვეძებთ ალტერნატივებს. მომდევნო სემესტრში ქართულ სემინარს ჩავატარებთ, მაგრამ პერსპექტივები არასახარბიელოა. ჩვენ ვცადეთ დაფინანსების მოძიება ქართველ ბიზნესმენებსა და ბანკებს შორის, მაგრამ შემოწირულების გაღება არავინ ისურვა”, – მიწერა “ნეტგაზეთს” პროფესორმა ჯონსმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.
სამინისტრომ 2026 წლის 21 აგვისტოს წერილობით განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს პროგრამის ანგარიშგება არ წარმოუდგენია.
ცნობისთვის, ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაარსდა.
- დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.
ქართველოლოგიის პროგრამას ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა. პროფესორმა 2024 წელს მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ კანონის მიღება დაასრულებდა საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. მან ამ საკითხზე ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, – რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.




