ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ხუხაშვილი: კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი... ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი (ვიდეო)

გია ხუხაშვილი: კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი... ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი (ვიდეო)

"კობახიძე არის პოლიტიკური თინეიჯერი" - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა "დღის ამბებში" განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე კანონით განსაზღვრული ძალაუფლებით პრემიერ-მინისტრი არც არასდროს ყოფილა, დღეს კი "აბსოლუტურ იზოლაციაშია" - "ბოლო მოჰიკანი, ვინც მის კაბინეტში იჯდა და მასთან ერთად ჭორაობდა ყავაზე იყო მდინარაძე, ახლა ესეც მოაშორეს". 

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, მინისტრთა კაბინეტში ირაკლი კობახიძეს ფაქტობრივად აღარავინ ექვემდებარება. 

"ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა მისი, ბიძინას კონსტიტუციური წესრიგი" - განაცხადა მან.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.