ჰამიდ სადიკოვი: ვკითხე ერთ-ერთ მე-12-ე კლასელ მოსწავლეს ის თუ რატომ ამხელა წყურვილით ნატრობს მართვის მოწმობას, დრიფტსა და ტარებას. პასუხი : – აბა გარდაბანში სხვა რა უნდა ვქნა მასწ?

ბუკინისტი და მასწავლებელი ჰამიდ სადიკოვი:
ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან.
როგორც უკვე გითხარით დღეს გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა.
იმით დავიწყებ რომ ძალიან საშიში გახდა გარდაბანში მანქნის ტარება კი არა ქვეითობაც. ძალიან გახშირდა საგზაო ავარიების რაოდენობამ.
მე როგორც მოქალაქე , როგორც შვილი, როგორც მამა , როგორც მეუღლე, როგორც ძმა- ძალიან ვბრაზდები და განვიცდი ამას.
ამას გარდაბანში ყველამ დაგიდასტურებთ ის თუ როგორი სიჩქარით დადიან მანქნები. ის თუ როგორი “ბამბეია” გარდაბანი. ის თუ როგორ ატარებს ზოგი მანქანას “მართვის მოწმობის” გარეშე. ის თუ როგორი ელვისებური სიჩქარით დადიან და ეს რომ საამაყოდ მიაჩნიათ. ის თუ როგორ ატარებენ ზოგი წართმეული მართვის მოწმობის მოუხედავად.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი და სიგიჟე და ამისი პოპულარიზაცია ? ამ ყველაფერზე “თვალის დახუჭვა” როდემდე უნდა გაგრძელდეს ?
რამდენმა უნდა დაიღუპოს რომ გავიგოთ შესაბამისმა უწყებებმა, მშობლებმა , საზოგადოებამ რომ ასე ვერ გაგრძელდება ?
მე როგორც მასწავლებელი ვხედავ როგორი წყურვილით ჩქარობენ 16-17-18 წლის ბავშვები მართვის მოწმობის ასაღებად . ერთი სული აქვთ ის თუ როდის აიღებენ ამ წყეულ მართვის მოწმობას და როდის “იდრიფტავებენ” .
ეს პრობლემა ხომ საჭიროებს მასშტაბურ ღონისძიებებსა და ცნობიერების ამაღლებას.
მართვის მოწმობის ფეტიში, დრიფტობის სურვილი, სიჩქარის მოყვარულობა – ამ ყველაფერს შობს ის სიცარიელე რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებშია.
ვკითხე ერთ-ერთ მე-12-ე კლასელ მოსწავლეს ის თუ რატომ ამხელა წყურვილით ნატრობს მართვის მოწმობას, დრიფტსა და ტარებას. პასუხი :
– აბა გარდაბანში სხვა რა უნდა ვქნა მასწ ?