„ჰამასი“ - ღაზაში მყოფი მძევლების ბედს ვერ გავიგებთ მანამ, სანამ ცეცხლის სრული შეწყვეტა არ მოხდება
“ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრის, ბასემ ნაიმის განცხადებით, არ არსებობს გზა ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ბედის დასადგენად, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა და განხორციელება არ მოხდება.
„შეუძლებელია რაიმე დეტალის ცოდნა ისრაელელი პატიმრების ბედის შესახებ, რადგან ისინი სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან, არ ვიცით მათი ბედი დაბომბვისა და შიმშილის პოლიტიკის პირობებში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ინფორმაციის მოსაგროვებლად“, - განუცხადა ბასემ ნაიმმა CNN-ს.
შეგახსენებთ, ისრაელი თვლის, რომ ამ დროისთვის ღაზაში „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 130 მძევალი იმყოფება და მათგან 99 ცოცხალია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.