ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისი - ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა.
”ღაზაში ტანჯვის უზარმაზარიმასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. შეთანხმება მაგიდაზეა და „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს მას. მოდით, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გავაერთიანოთ მძევლები ოჯახებთან და მოდით, გადაუდებელი დახმარება გავუწიოთ ღაზის მოსახლეობას“, - განაცხადა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ანკლავში ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებულ კრიზისზე.
„ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია და ჩვენი საერთო ადამიანობა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს დახმარების ნაკადი ღაზაში. არავითარი გამართლება არ არსებობს,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.