არქივი7 მარტი, 2024, 13:06
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება.
„ისრაელი უარს ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის, იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებისა და ჯარების გაყვანის გარანტიების შესრულების პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა, ჯიჰად ტაჰამ.
ტაჰამ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ დელეგაციამ მეთაურებთან კონსულტაციების გამო კაირო უკვე დატოვა.
ისრაელს მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.