"ჰამასის" წარმომადგენლები რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ
The Telegraph-ის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ, რომელიც წარსულში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში.
"საუბრისას ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაზე, რომლის ფონზეც ღაზiს სექტორში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია," - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების თქმით, რუსეთის წარმომადგენელმა "ჰამასის" წევრებს ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, ტყვეობაში ამ დროისთვის 3 რუსი იმყოფება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.