პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ჰამასის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

ჰამასის წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ. მიხაილ ბოგდანოვი წარსულში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენელმა ჰამასის მხარეს ისრაელელი ტყვეების სწრაფად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში სამი რუსი კაცი იმყოფება.
"საუბრის მთავარი აქცენტი იყო მიმდინარე კონფრონტაციაზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ზონაში მაშინ, როდესაც ჰუმანიტარულმა კრიზისმა ღაზის სექტორში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.