აცხადებს, რომ ბელგოროდში ჩამოვარდა ილ-76, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76-მა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით მიჰყავდათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი. ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, არიან თუ არა გადარჩენილები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის რაიონში გაიგზავნა საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისია, რომელმაც მიზეზები უნდა დაადგინოს.
ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა და მასში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თავდაპირველად რუსულმა ტელეგრამ-არხებმა „ბაზამ“ და „112“-მა გაავრცელეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე მხოლოდ ის დაწერა, რომ კოროჩანსკის რაიონში „შემთხვევაა“ და ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა” უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ეს-300-ისთვის. ტყვეების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს