არქივი29 ნოემბერი, 2023, 21:22
„ჰამასის" ცნობით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ორი პირი „პუტინისადმი ჟესტის ნიშნად” გაათავისუფლეს
„ჰამასის" ცნობით, მათ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ორი პირი „პუტინისადმი ჟესტის ნიშნად” გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ტერორისტული დაჯგუფების თანახმად, ისინი წყვილს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად ისრაელის მოქალაქეობაც გააჩნია, „წითელ ჯვარს” გადასცემენ.
„ჰამასის“ მიერ კიდევ 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება დღეს საღამოს არის მოსალოდნელი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.