ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასის“ წარმომადგენელი - ვლადიმერ პუტინის მადლიერების ნიშნად, „ჰამასი“ რუსეთის 2 მოქალაქეს გაათავისუფლებს

ვლადიმერ პუტინის მადლიერების ნიშნად, „ჰამასი“ რუსეთის 2 მოქალაქეს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი, მუსა აბუ მარზუკი ავრცელებს.
ამასთან, „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლის ცნობით, დღეს, რუს მძევლებთან ერთად „ჰამასი“ ისრაელის 10 მოქალაქეს გაათავისუფლებს.
აბუ მარზუკმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 2 მძევლის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მადლიერების ნიშნად მოხდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ბოლო დღეა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.