არქივი30 ნოემბერი, 2023, 11:25
რუსეთი „ჰამასს“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის
რუსეთი „ჰამასს“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ „ჰამასის“ მოძრაობის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდით, რადგან ისინი ჩვენს მოწოდებებს ყოველთვის დადებითად პასუხობენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ღაზას სექტორში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები სწრაფად გამოვიყვანოთ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ჰამასმა“ ღაზადან ორი რუსი მძევალი გაათავისუფლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.