არქივი13 ივლისი 2026, 23:33
ჯო უილსონი - მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია იმ უდიდესი ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2027 წელს აშშ-ში ექნება

მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია იმ უდიდესი ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგის შესახებ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2027 წელს აშშ-ში ექნება, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ჯო უილსონის განცხადებით, 2027 წლის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მისი მეგობრისა და გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნას მიეძღვნება.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოვიწვიე, რათა ასამბლეას დაესწროს და სიტყვით მიმართოს“, - წერს ჯო უილსონი X-ზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.