ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენსა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვის, ღაზის სექტორისა და უკრაინის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი ავრცელებს.
„მათ იმის შესახებ ისაუბრეს, რაც წითელ ზღვაში ხდება და „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დარღვევისა და დაქვეითების მიზნით საერთაშორისო მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა განიხილეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბის ცნობით, ბაიდენმა და სუნაკმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის შემცირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ასევე, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელი საჭიროების შესახებაც ისაუბრეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.