დევიდ კამერონსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, დევიდ კამერონსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და მისი მომავალი უსაფრთხოება დავიცვათ.
დღეს ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან განვიხილე, შვედეთის ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობასთან ერთად, რაც მოკავშირეებისა და ნატო-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროატლანტიკურ ზონას უფრო მეტად დაიცავს“, - წერს დევიდ კამერონი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ბუდაპეშტში მიიწვია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.