ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი 18 ოქტომბერს გერმანიას ეწვევა

ჯო ბაიდენი 18 ოქტომბერს გერმანიას ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში ვიზიტს 18 ოქტომბერს გეგმავს, მას შემდეგ, რაც ქარიშხალ "მილტონის" გამო ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის გადადება მოუწია.
აშშ-ის ლიდერი ვიზიტის ახალი თარიღი სააგენტო "როიტერმა" და გერმანულმა გაზეთმა "შპიგელმა" გერმანიის მთავრობის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
“როიტერის” ინფორმაციით, ბაიდენის ვიზიტი არ იქნება ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი, არამედ შემოიფარგლება მხოლოდ მიმდინარე ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობით.

“შპიგელის” ინფორმაციით, ბაიდენს ოფიციალური შეხვედრები აქვს დაგეგმილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. ცნობის თანახმად, მოლაპარაკებები შეეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებას.
ჯო ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გადადებამ გამოიწვია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის გაუქმება, რომელიც აშშ-ის ლიდერის თავმჯდომარეობით და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

რამშტაინის შეხვედრის ახალი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
მოკავშირეებისა და უკრაინის ლიდერების 12 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მაგრამ უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ში დარჩა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე აპირებდა „გამარჯვების გეგმის“ წარდგენას, რომელიც მან უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

BBC-ის თანახმად, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ოთხი პუნქტისგან შედგება. ესენია: უკრაინის სამხედრო დახმარება, ეკონომიკური ნაბიჯები, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა და მოსკოვის „პოლიტიკური იძულება“, რომ დაასრულოს ომი და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.