ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bild - ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა

Bild - ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავა და კანცლერ ოლაფ შოლცს გაუმხელს თავისი “გამარჯვების გეგმის” დეტალებს, რაც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგინა.
გარდა ამისა, იგეგმება კონფიდენციალური მოლაპარაკებები ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის.
“თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შოლცი და ზელენსკი შაბათს, 12 ოქტომბერს, გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე შეხვდებოდნენ. თუმცა, ვინაიდან, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქარიშხალი “მილტონის” გამო აშშ-ში დარჩა, სამიტი უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო”, - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.