ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა

ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს შეხვდება.
„ეს ვიზიტი კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის არსებულ მზარდ მჭიდრო ურთიერთობებს ხაზს უსვამს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.