ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი - ბენიამინ ნეთანიაჰუს ვთხოვე, გამოაგზავნოს გუნდი ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედების გზები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის გარეშე

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელ უფლება აქვს განახორციელოს „ჰამასისი“ დევნა, რომელიც პასუხისმგებელია „ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ“.
„მე გავიმეორე, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, როგორც მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ნაწილი, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდება, რათა მძევლები მივიღოთ სახლში და გავზარდოთ დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მე ვთხოვე პრემიერ-მინისტრს, გამოაგზავნოს გუნდი ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედების გზები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გარეშე“, - აცხადებს ბაიდენი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.