პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის

რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ იმ მომენტამდე მივედით, როდესაც თითოეული მხარე თავის თვალსაზრისს მეორეს ნათლად უცხადებს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და იარაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.