არქივი18 მარტი, 2024, 17:29
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„მათ ისრაელსა და ღაზაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს, მათ შორის რაფაჰში არსებული ვითარება და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობები“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 თებერვლის შემდეგ ეს აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.