ჯონ კირბი: ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნები რუსეთში სასწაული კონკურენციის პირობებში ჩატარდება

ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთში 2024 წლის მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები სასწაული რბოლა იქნება და ის ძლიერი კონკურენციის პირობებში ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ამ განცხადების შემდეგ კირბის გაეცინა.

ცნობისთვის, 7 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 17 მარტს გაიმართება. 8 დეკემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინის კონკურენტების შესახებ არაფერია ცნობილი.

არჩევნებამდე დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ თუ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი ისევ გახდა, ეს არალეგიტიმური იქნება, რადგანაც ის პრეზიდენტად უკვე მე-5 ვადით იყრის კენჭს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ