რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს ჩატარდება

ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს ჩატარდება.
ვლადიმირ პუტინს, რომელიც 1999 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუანონსებია არჩევნებში მონაწილეობა. რუსეთში პრეზიდენტს 6 წლის ვადით ირჩევენ.
სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.
უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში პუტინმა ორი ვადა პრემიერ-მინისტრის რანგში ჩაატარა, ასევე, სამი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად და ახლა პრეზიდენტობის მეოთხე ვადაშია. ამგვარად, პუტინი ქვეყანას უკვე 25-ე წელია მართავს. ამ მაჩვენებლით მან უკვე გადაუსწრო ლეონიდ ბრეჟნევს, თუმცა, ის ჯერ კიდევ არ არის რეკორდსმენი მას იოსებ სტალინი უსწრებს, რომელიც სსრკ-ს 27 წლის განმავლობაში მართავდა.