თენგიზ ფხალაძე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდეს და რომ სახელმწიფოს მეთაური უკვე გაერთიანებულ აზერბაიჯანს წარმოადგენდეს

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანის აღდგენის 6 თვის თავზე აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის საგარეო კურსსა და იმაზე, სავარაუდოდ, რატომ დაინიშნა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
– ბატონო თენგიზ, ვიცით, რომ გასული კვირა აზერბაიჯანში იყავით, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია „ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“.
ვიცით, რომ კონფერენციის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებებში მიიღეთ მონაწილეობა და გქონდათ საუბრები აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
მას შემდეგ, რაც 6 თვის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე აღადგინა აზერბაიჯანის იურისდიქცია, სამხრეთ კავკასიაში სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებები გამოიწვია.
მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ კონფლიქტში ჩართული მხარეებს შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მეტ-ნაკლებად გარკვევა, არამედ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ახალი პერსპექტივის გაჩენა. ასევე ს ინტერესების საწინააღმდეგოდ სომხეთის მოძრაობა ევროპის მიმართულებით.
ფაქტია, რომ ყარაბაღზე იურისდიქციის აღდგენით აზერბაიჯანმა პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტის სამხედრო ძალის გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა, რასაც წინ უძღოდა ერთი მხრივ ომისთვის ქვეყნის მზადება, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავი და თანმიმდევრული მუშაობა.
გაგვიზიარეთ თქვენი აზერბაიჯანული შთაბეჭდილებები იმ ქვეყანაზე, რომელმაც სულ რაღაც 6 თვის წინ აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?
– ვიზიტი აზერბაიჯანში მართლაც შთამბეჭდავი იყო. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე მის სპეციალურ წარმომადგენლებთან ყარაბაღის სხვადასხვა რაიონებში.
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მგზავრობა ზანგილანში, სადაც ვიხილეთ ერთის მხრივ ოკუპაციის შედეგად გაჩანაგებული ტერიტორია, ხოლო მეორე მხრივ, ის მასშტაბური აღმშენებლობა, რომელიც ყოფილ ოკუპირებულ რაიონს თანამედროვე დასახლებად აქცევს. ხორციელდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, გზებისა და რკინიგზის მშენებლობა, უკვე აშენდა და ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო აეროპორტი, ასევე თანამედროვე კონგრეს-ცენტრი, სკოლა და ა.შ.
რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საუკეთესო გზა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა
შენდება სრულიად ახალი ტიპის სოფლები და ქალაქები, რომელიც ე.წ. „გონიერი ქალაქის“ (smart city) და „გონიერი სოფლის“ (smart village) კონცეფციას ეფუძნება. ანალოგიური პროექტები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მთელს ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე.
ძნელია, სიტყვით გადმოვცე ამ აღმშენებლობის ტემპი და მასშტაბი, თუმცა ყველაზე მეტად გამაოცა, თუ რამდენად კარგად აქვს აზერბაიჯანის მთავრობას დამუშავებული ოკუპირებული ტერიტორიების რეაბილიტაციისა და სრული ინტეგრაციის სტრატეგია.
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მგზავრობა ზანგილანში, სადაც ვიხილეთ ერთის მხრივ ოკუპაციის შედეგად გაჩანაგებული ტერიტორია, ხოლო მეორე მხრივ, ის მასშტაბური აღმშენებლობა, რომელიც ყოფილ ოკუპირებულ რაიონს თანამედროვე დასახლებად აქცევს. ხორციელდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, გზებისა და რკინიგზის მშენებლობა, უკვე აშენდა და ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო აეროპორტი, ასევე თანამედროვე კონგრეს-ცენტრი, სკოლა და ა.შ.
ცხადია, რომ ამ თემაზე ხანგრძლივი და უწყვეტი მუშაობა მიმდინარეობდა, რადგან მსგავს დაგეგმარებას წლები სჭირდება. გათვლილია ყველაფერი – დიდი პროექტიდან დაწყებული, პატარა საბავშვო მოედნით დამთავრებული. ყოველივე ეს მოწმობს, რომ ქვეყანა სერიოზულად ემზადებოდა ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის და სამხედრო ოპერაციის გარდა ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის სტრატეგიასაც გეგმავდა!
ვფიქრობ ეს ჩვენთვისაც გასათვალისწინებელი უნდა იყოს და დღე და ღამ უნდა ვმუშაობდეთ როგორც ქვეყნის დეოკუპაციის სცენარებზე, ასევე ოკუპირებული რეგიონების აღდგენისა და განვითარების სრულფასოვან სტრატეგიაზე.
– რადგან კონფერენცია თემა ეხებოდა აზერბაიჯანის „მიღწევებსა და გამოწვევებს,“ დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პრობლემების დაძლევასთან ერთად საუბარი იქნებოდა ხელისუფლების უმთავრეს მიღწევაზე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა კი აღადგინა, მაგრამ ახლა ყარაბაღთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური თემაა ყარაბაღში სომხების უფლებების საკითხი. ვინც აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, ესმის, თუ რატომ არჩია ოფიციალურმა ბაქომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ავტონომიური სტატუსიც კი არც მიეცა.
ბაქო ასე რომ მოქცეულიყო, აზერბაიჯანში ავტონომიურ სტატუსს კიდევ სხვა ერების წარმომადგენლები მოითხოვდნენ.
გაეროს ერთი თვის წინანდელი მონაცემებით, ყარაბაღში, სადაც ომამდე 150 ათასზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობდა, ახლა 1000-მდე ადამიანია დარჩენილი. აღარც „დამოუკიდებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობაა და აღაც მთიანი პარლამენტი“ არ არსებობს.
როცა აზერბაიჯანი გამოწვევებზე საუბრობს, მისთვის უპირველესი ამოცანა ახლა ყარაბაღიდან 30 წლის წინ დევნილი ადამიანების დაბრუნებაზე ზრუნვაა. ასევე ამ რეგიონში ეკონომიკის განვითარებაზე, დაბრუნებული ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სომხეთთან საზღვრის მოწყობაზე კონცენტრირება და ფინანსების გამოყოფაა.
ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ რას მიიჩნევს თავის უმთავრეს გამოწვევად აზერბაიჯანის ხელისუფლება? რა გეგმები აქვს ხელისუფლებას აზერბაიჯანში დარჩენილ სომხებთან დაკავშირებით?
– ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ აზერბაიჯანი მათ ზუსტად იგივე უფლებებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს, რითაც აზერბაიჯანის ყველა სხვა მოქალაქე სარგებლობს. პრეზიდენტმა ალიევმა ეს კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა. პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, სომეხი ეროვნების მოსახლეობის ქონება არავის გაუძარცვავს, არავის დაუნგრევია. აზერბაიჯანის პოლიცია იცავს ამ ქონებას და დაბრუნების შემთხვევაში სომეხი ეროვნების წარმომადგენლები შეძლებენ მის გამოყენებას.
ყველაზე მეტად გამაოცა, თუ რამდენად კარგად აქვს აზერბაიჯანის მთავრობას დამუშავებული ოკუპირებული ტერიტორიების რეაბილიტაციისა და სრული ინტეგრაციის სტრატეგია
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის შედეგად განდევნილი მოსახლეობის უფლებები, მათ შორის ქონებრივი, რთული თემაა. ეს ცალმხრივი საკითხი არაა და აზერბაიჯანი ხაზს უსვამს ასევე სომხეთიდან გამოდევნილ აზერბაიჯანელთა უფლებების დაცვის აუცილებლობას.
თქვენ ახსენეთ კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანიდან გადასახლებულ სომეხი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა. მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ შთამბეჭდავია სომხეთიდან გადასახლებულ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა რიცხვიც, რომლებიც ასევე დაზიანდნენ და დაზარალდნენ. აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ თუკი ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე მოლაპარაკებები დაიწყება, მაშინ ეს ორივე მხარეს უნდა შეეხოს და ყველას უფლება უნდა იყოს დაცული.
პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, სომეხი ეროვნების მოსახლეობის ქონება არავის გაუძარცვავს, არავის დაუნგრევია. აზერბაიჯანის პოლიცია იცავს ამ ქონებას და დაბრუნების შემთხვევაში სომეხი ეროვნების წარმომადგენლები შეძლებენ მის გამოყენებას
რაც შეეხება ავტონომიას, არ მგონია რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. ზოგადად მიმაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლებებმა ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ კონფლიქტის მოგვარება მათთვის უფრო ხელსაყრელი სცენარით წარმართულიყო.
დღეს სხვა რეალობაა, აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, შესაბამისად მოლაპარაკებებზეც მისი პოზიციები უფრო ძლიერია.
არანაკლებ შთამბეჭდავია სომხეთიდან გადასახლებულ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა რიცხვიც, რომლებიც ასევე დაზიანდნენ და დაზარალდნენ. აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ თუკი ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე მოლაპარაკებები დაიწყება, მაშინ ეს ორივე მხარეს უნდა შეეხოს და ყველას უფლება უნდა იყოს დაცული
– აზერბაიჯანში მიმდინარე კონფერენციის დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 8 თებერვალს გაიმართება.
მასში რომ მონაწილეობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს და მას ამ არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ეყოლება, ცხადია.
დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბაქოში ოფიციალურ ვიზიტად -ს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ჯეიმს ო ბრაენი იმყოფებოდა.
სხვადასხვა ინფორმაციით, ბაქოს 6 დეკემბრამდე ვაშინგტონისთვის უნდა ეცნობებინა მოაწერს თუ არა აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას დასავლეთის მონაწილეობით, თუ ბაქო რუსეთის ბანაკში დარჩებოდა.
თუ ამგვარი მტკიცებები რეალურია, ასეთ შემთხვევაში რამდენად რეალისტურად გამოიყურება მტკიცება, რომ ვაშინგტონის მოთხოვნასა თუ თხოვნას ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით უპასუხა?
– ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს ო'ბრაენის ვიზიტსა და ვადამდელ არჩევნებს შორის. აზერბაიჯანში სრულიად განსხვავებული პროცესები მიმდინარეობს. ეს ეხება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას.
არჩევნებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდეს და რომ სახელმწიფოს მეთაური უკვე გაერთიანებულ აზერბაიჯანს წარმოადგენდეს. გეთანხმებით, რომ ილჰამ ალიევს კონკურენტი არ ჰყავს. ის უპირობო ლიდერია და მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება.
დღეს სხვა რეალობაა, აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, შესაბამისად მოლაპარაკებებზეც მისი პოზიციები უფრო ძლიერია
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ეს ის პროცესია, რომელზეც ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი მიდის და მიდის წარმატებით. სულ ახლახან მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ტყვეები.
ამის გარდა, ჩვენ გავხდით უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანის სასარგებლოდ გაიწვია საკუთარი კანდიდატურა და მხარი დაუჭირა გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეების კონფერენციის 29-ე სესიის (COP29) აზერბაიჯანში ჩატარებას, ხოლო, თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს გაერო-ს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროში წევრობისთვის.
ეს ყოველივე მეტყველებს, რომ ნდობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მათ კეთილმეზობლობას დაედება საფუძვლად. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით და მადლიერებით აღნიშნა ის როლი, რომელსაც საქართველო, როგორც მედიატორი, ასრულებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდეს და რომ სახელმწიფოს მეთაური უკვე გაერთიანებულ აზერბაიჯანს წარმოადგენდეს. გეთანხმებით, რომ ილჰამ ალიევს კონკურენტი არ ჰყავს. ის უპირობო ლიდერია და მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება
– ფაქტია ისიც, რომ ილჰამ ალიევს შემდეგი საპრეზიდენტო ვადა აზერბაიჯანისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადასაწყვეტად სჭირდება.
როგორც ამბობენ, ესაა ზანგეზურის კორიდორის გავლით აზერბაიჯანის ნახჭევანთან და თურქეთთან დაკავშირება.
სავარაუდოდ, რა სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაჭრელად სჭირდება ილჰამ ალიევს კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადა?
თუ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებული საკითხები რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით გადაწყდა, სავარაუდოდ, როგორი რეალობა ჩამოყალიბდება სამხრეთ კავკასიაში?
– შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანი არ აცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიას ზანგეზურის დერეფანზე. პრეზიდენტმა ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სატრანსპორტო დერეფნის აღდგენისა და ნახჭევანთან წვდომის მოთხოვნა ნიშნავს არა ტერიტორიულ პრეტენზიას, არამედ იმ ტიპის მიმოსვლის რეჟიმს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან ნახჭევანამდე. აღდგება თუ არა ეს მიმოსვლა და იფუნქციონირებს თუ არა ეს დერეფანი, დიდწილად დამოკიდებულია უკვე სომხეთის პოზიციაზე.
რაც შეეხება ნახჭევანთან კავშირს, აზერბაიჯანი უკვე ალტერნატივებზეც მუშაობს. ზანგილანზე კონტროლის აღდგენის შემდეგ შესაძლებელი გახდა ირანის გავლით ნახჭევანთან დაკავშირება. შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტიც უკვე აქტიურ ფაზაშია.
ნდობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მათ კეთილმეზობლობას დაედება საფუძვლად. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით და მადლიერებით აღნიშნა ის როლი, რომელსაც საქართველო, როგორც მედიატორი, ასრულებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად
– თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ მოსკოვი თბილისისაგან დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მონაწილეობას 3+3 ფორმატში, საქართველოსთვის, რომელსაც ევროპული კურსი აქვს გაცხადებული, ხოლო 3 + 3 ფორმატის ძირითადი აქტორები რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ არ დაუშვან სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გაძლიერება, ოფიციალური თბილისი კარგ დღეში ნამდვილად არ აღმოჩნდება.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ასევე ირანის გაძლიერება რა ტიპის და როგორ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ევროპული არჩევანისთვის?
– ახლავე გეტყვით, რომ საქართველო აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს ვაძლიერებთ. ჩვენ ვართ და ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები, რადგან ეს ჩვენი ხალხების გრძელვადიანი ინტერესებითაა ნაკარნახევი.
რაც შეეხება ევროინტეგრაციას, აზერბაიჯანიც და თურქეთიც უკვე სარგებლობენ და კიდევ მეტ სარგებელს მიიღებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციით. ეს კარგად ესმით ანკარაშიც და ბაქოშიც. ის პროექტები, რაშიაც ასეა დაინტერესებული აზერბაიჯანი, თუნდაც ელექტროკაბელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი შედეგია.
რაც შეეხება თურქეთს, იმის მაგალითიც კმარა, რომ დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ხორციელდება, რაც თავის მხრივ არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება.
ზოგადად კი საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ დადებითის მომტანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ზოგადად ყველა ჩვენი პარტნიორისათვის. ერთადერთი, ვისაც საქართველოს წარმატება და სიკეთე ყელში ეჩხირება, რუსეთის ფედერაციაა.
აზერბაიჯანი არ აცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიას ზანგეზურის დერეფანზე… რაც შეეხება ნახჭევანთან კავშირს, აზერბაიჯანი უკვე ალტერნატივებზეც მუშაობს. ზანგილანზე კონტროლის აღდგენის შემდეგ შესაძლებელი გახდა ირანის გავლით ნახჭევანთან დაკავშირება. შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტიც უკვე აქტიურ ფაზაშია
რუსეთი განვითარებისა და კეთილდღეობის ნაცვლად ნგრევასა და დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული. შესაბამისად 3+3 ფორმატი მანამდე ვერ შედგება, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
გარდა ამისა, საქართველო წარმატებით ავითარებს ურთიერთობებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან და თურქეთთან, არამედ სომხეთსა და ირანთანაც. ამ ურთიერთობებში მოსკოვის ჩართულობის ვერც სივრცეს და ვერც აზრს ვერ ვხედავ. თუკი რუსეთს რაიმეს გაკეთება და არა გაფუჭება სურს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამის სანაცვლოდ ჩვენ მხოლოდ აგრესიას, მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას და ანექსიას ვხედავთ.
რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საუკეთესო გზა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა… საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ დადებითის მომტანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ზოგადად ყველა ჩვენი პარტნიორისათვის. ერთადერთი, ვისაც საქართველოს წარმატება და სიკეთე ყელში ეჩხირება, რუსეთის ფედერაციაა
ზოგადად კი, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მაგალითი, სწორედ იმას მოწმობს, რომ რუსეთთან მარტო არ უნდა დარჩე. რომ არა აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ნატოს წევრ თურქეთთან, რომ არა ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო და პოლიტიკური დახმარება, დღეს ეს მოცემულობა არ იქნებოდა.
ამიტომაც კვლავაც გავიმეორებ, რაც მრავალჯერ მითქვამს: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საუკეთესო გზა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ