ჯოზეფ ბორელი - ღაზაში ჰუმანიტარული პაუზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და იორდანიის მეფე აბდულა II-მ ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია განიხილეს და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ჩვენ განვიხილეთ ღაზაში ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასრულების მნიშვნელობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პაუზების შესახებ UNSCR 2712-ის განხორციელება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ორი სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური პროცესი უნდა აღდგეს და რომ იორდანიის მეფის როლი გადამწყვეტია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.