ჯოზეფ ბორელი – პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს

პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„მე მჯერა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას პალესტინის სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უზარმაზარი გამოწვევებისა, ევროკავშირმა ღაზაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და პალესტინის მომავალი სახელმწიფოს შესახებ თავისი ხედვები უნდა განავითაროს.
„დასავლეთ სანაპიროზე ექსტრემისტებისა და ახალმოსახლეების მიერ პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული მზარდი ძალადობის ფონზე, ესკალაციის რეალური რისკი არსებობს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”