ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ბორელი ამბობს, ის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ჩავიდა. ეს ვიზიტი კი მისთვის უკანასკნელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის რანგში.
"უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.