ბორელი კიევში ჩავიდა, რუსეთის ავიაცია უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიევში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად 9 ნოემბერს, რათა უკრაინას რუსეთის უწყვეტი იერიშების ფონზე ევროპის მხარდაჭერა დაუდასტუროს.
„უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის ყურადღების ცენტრში“, - დაწერა ბორელმა X-ის პლატფორმაზე.
მისი ეს განცხადება გავრცელდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიამ მორიგი თავდასხმა განახორციელა, ამჯერად საცხოვრებელ სახლზე ოდესაში.
ბორელი ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენელია, რომელიც უკრაინას ეწვია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.
„გზავნილი ნათელია: ევროპელები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - უთხრა ბორელმა, რომელიც მომავალ თვეში თანამდებობას დატოვებს, თანმხლებ AFP-ის კორესპონდენტს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.