არქივი9 ნოემბერი, 2024, 15:57
ბორელი კიევში ჩავიდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ვიმყოფები და უკანასკნელად, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, - წერს ჯოზეფ ბორელი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.