ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯილ ბაიდენმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო

ჯილ ბაიდენმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. მისი თქმით, თეთრის სახლი საახალწლო დეკორაციებმა მნახველებში შინაგანი ბავშვი უნდა გააღვიძოს.
თეთრი სახლის ცნობით, საახალწლო დეკორი მოიცავდა 98 ნაძვის ხეს, თითქმის 34 000 ორნამენტს, 22 000-ზე მეტ ზარს და 350-ზე მეტ სანთელს. დეკორაციების ნაწილია - 142,500 ილუმინაციებით განათებული ხე, გირლანდები, გვირგვინები და სხვა ობიექტები. შენობის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებს 72 გვირგვინი ამშვენებს.
პირველმა ლედიმ 27 ნოემბერს უმასპინძლა მიღებას. მან ოფიციალურად წარუდგინა საზოგადოებას თეთრი სახლი საახალწლო დეკორი და მადლობას გადაუხადა 300-მდე დიზაინერს და დეკორატორს, რომლებმაც მოხალისეებად გაატარეს გასული კვირა თეთრი სახლის მორთვაში. ღონისძიება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.