ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თეთრი სახლი ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებას მიესალმება" | კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებას მიესალმება. მისივე თქმით, პაუზის გახანგრძლივების მიზნით, "ჰამასი" ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ 20 ქალი და ბავშვი გაათავისუფლოს.
"ვიმედოვნებთ, რომ პაუზები კიდევ გაგრძელდება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ "ჰამასი" უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს", - ამბობს კირბი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.