არქივი28 ნოემბერი, 2023, 06:14
98 ნაძვის ხე, 72 გვირგვინი და 140 000-ზე მეტი განათება - თეთრი სახლი საახალწლოდ მორთეს
თეთრი სახლი საახალწლოდ მორთეს. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ საახალწლო დეკორაციები "ჯადოსნობის, საოცრებისა და სიხარულის" თემაზე წარმოადგინა. 98 ნაძვის ხე, 72 გვირგვინი და 140 000-ზე მეტი განათება.
დეკორაციები ზღაპრის - "შობის წინა ღამეს" 200 წლის იუბილეს ეძღვნება.
თეთრ სახლში სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად დაიდგა ოქროს ვარსკვლავის ხეც, რომელზეც თითოეულ ვარსკვლავზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებია ამოტვიფრული.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.