ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელია: ბევრი რაღაც დაგვაკლდა დღეს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ბოლო ფაზაში ძალიან ბევრი მომენტი გავანიავეთ

ხვიჩა კვარაცხელია: ბევრი რაღაც დაგვაკლდა დღეს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ბოლო ფაზაში ძალიან ბევრი მომენტი გავანიავეთ
"ჩემი პირადი აზრით ბევრი რაღაც დაგვაკლდა დღეს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ბოლო ფაზაში ძალიან ბევრი მომენტი გავანიავეთ. პირადად მე 11-მეტრიანი გავაფუჭე, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი და ალბათ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, რისი გამოყენებაც ვერ შევძელით და ამის გამო დავისაჯეთ. ფეხბურთის წესია - როდესაც ამდენ მომენტს გაანიავებ, ბოლო წუთზე ისეთი გოლი გავუშვით, რომელსაც არ უნდა დავლოდებოდით. უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი ვიღებთ პასუხისმგებლობას... დღევანდელი თამაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ვეცდებით, რომ 28-ში გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. შანსები არის რა თქმა უნდა - პირველი თამაში იყო, მიზეზებს აუცილებლად გავაანალიზებთ და იმედი მაქვს, რომ 28-ში გამოვასწორებთ ამ ყველაფერს" - თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ.
🔴 დღეს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით, 0:1 დამარცხდა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.