“ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში” — რა კავშირი აქვს Kordz-ს “ოლე ოლასთან”?

ფოტო: Tamriko
1
წაკითხვა
ქართველი მუსიკოსის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის დედა, ასევე მუსიკოსი თამრიკო კორძაია, მისი შვილის წინააღმდეგ ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიების მიერ წარმოებულ კამპანიას ეხმაურება. სწორედ ამ კამპანიის ფონზე, დანიის კულტურის ინსტიტუტმა გორში Kordz-ის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.
თამრიკო კორძაიას შეფასებით, მისი შვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ტერორისა და მობინგის ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, ეს ადამიანის ფსიქოლოგიური დანგრევისა და, მათ შორის, მისი იდენტობის შეცვლის მცდელობას წარმოადგენს, რაც, კორძაიას შეფასებით, განსაკუთრებით მძიმეა ხელოვანისთვის. ის მიმდინარე მოვლენებს ფაშიზმის, ჰიტლერისა და სტალინის პერიოდის რეპრესიებს ადარებს და ამბობს, რომ მსგავსი პროცესები დღეს პუტინის რუსეთსა და საქართველოშიც მიმდინარეობს.
“ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინგის, ადამიანის განადგურების ახალ ხარისხში. რადგან არ ვარ ახლა საქართველოში და ცოტა უფრო სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ, დამტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა ასეა.ეს ადამიანის დანგრევა, მისი იდენტობის შეცვლაა, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება ხელოვანისთვის, რაც კი შეიძლება მას გაუკეთონ. ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს, ჰიტლერის დროს, ეს ხდებოდა სტალინის დროს, ეს ხდება პუტინის რუსეთში და ეს ხდება ახლა საქართველოში.იმიტომ კი არა, რომ ეს ალექსანდრე არის და ჩემი შვილი არის. მე და ალექსანდრეს სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ არ ვართ მარტო დედა-შვილი, ეს არის თანამშრომლობა, ჩვენ ვართ მუსიკოსები, რომლებიც ერთად ვმუშაობთ, ერთად ვფიქრობთ მუსიკაზე, ერთად ვფიქრობთ ბევრ სხვადასხვა რაღაცებზე მუსიკის გარდა….სულერთია როგორ დამთავრდება ალექსანდრე დარჩება საქართველოში თუ წამოვა, მას ისეთი განცდები შეხვდა ბოლო ორი წლის თუ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომ ალბათ ეს არასოდეს არ ამოვა ადამიანის ფსიქიკიდან, ადამიანის განცდიდან”, – ამბობს თამრიკო კორძაია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კობახიძემ 25 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ისაა, რომ კონკრეტულ Kordz-ის კონცერტს ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი აფინანსებდნენ, რაც, მისი შეფასებით, “ფაშიზმის წამახალისებელი აქტია”. მისივე განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია ამ შემთხვევაში “საბჭოური მეთოდებით” მოქმედებდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს მიდგომები შეიცვლება.
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება “ფაშიზმის წახალისებად” შეაფასა
თამრიკო კორძაიას შეფასებით, ქართულმა ოცნებამ ალექსანდრე მიზანმიმართულად აირჩია საერთაშორისო ფონდებისა და საქართველოში მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გასატარებლად. თამრიკო კორძაიას თქმით, პრემიერმინისტრი კობახიძე ალექსანდრეს ფაშიზმში ადანაშაულებს ისე, რომ არც იცის, რას აკეთებს მუსიკოსი, რა მუსიკას წერს და ვისთან თანამშრომლობს.
მუსიკოსის დედა განმარტავს, რომ ალექსანდრემ ქუჩაში მოსმენილი სიმღერა გაარემიქსა და ამბობს, რომ მუსიკაში ქუჩაში მოსმენილი ხმებისა და ადამიანების ჩანაწერების გამოყენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
“ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ ამოირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ, მათი მოღვაწეობის წინააღმდეგ საქართველოში, რასაც ისინი აფინანსებენ, ის პოლიტიკის წინააღმდეგ.პრემიერმინისტრი, ისე, რომ არც ალბათ არც იცის რას აკეთებს ალექსანდრე, რა მუსიკას წერს, ვისთან მუშაობს, აბრალებს ადამიანს ფაშიზმს, რომელმაც გამიქსა [ქუჩაში გაგონილი სიმღერა]. ვინმემ იქნებ აუხსნას ამ ხალხს ეს. გასაგებია, რომ მუსიკოსები არ არიან და არ შეიძლება იცოდეს ყველამ რა არის რემიქსი, რა არის სემპლინგი, რა არის ქუჩაში გაგონილი ადამიანების ჩაწერა”, — ამბობს თამრიკო კორძაია.
ვიდეომიმართვის ბოლოს თამრიკო კორძია საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდნენ, რა მიზანს ემსახურება ალექსანდრეს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. მისი თქმით, ამ პროცესს ადამიანები მეტი წინააღმდეგობით უნდა შეხვდნენ არა მხოლოდ ალექსანდრეს გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ თითოეულ მათგანს ეხება.
დანიის კულტურის ინსტიტუტმა გუშინ, 23 სექტემბერს, 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი “კამარა ფესტივალი” უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გააუქმა.
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში “კამარა ფესტივალი” გადაიდო — რა მოხდა?
გორში დაანონსებული ფესტივალის გაუქმებამდე სამი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და იმ დონორ ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, რომლებიც ღონისძიებაში იყვნენ ჩართული. მისი თქმით, მათ უნდა გადაეწყვიტათ, გაემიჯნებოდნენ თუ არა იმ ქცევას, რომელსაც ის რადიკალიზმად კი არა, “ექსტრემიზმად და ფაშიზმად” აფასებს. სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა კი ე.წ. ქარდები გაავრცელეს, სადაც Kordz-ს “ფაშისტური ნარატივების გამავრცელებლად” მოიხსენიებდნენ.
ეს მუსიკოსებზე პოლიტიკური აზრის გამო თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის. 2025 წლის 9 ივლისს ალექსანდრე კორძაიას საკუთარ სახლთან უცხო პირები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს, მაგრამ მუსიკოსმა გაქცევა მოასწრო.
რა კავშირი აქვს Kordz-ს “ოლე ოლასთან”?
შეგახსენებთ, რომ “ოლე, ოლა” 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე შეიქმნა. სიმღერის ტექსტი ქართული ოცნების წინააღმდეგ გინებას შეიცავს და აქციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერად/სკანდირებად იქცა. შემდეგ Kordz-მა ამ საპროტესტო შეძახილის მუსიკალური არანჟირება გააკეთა
ვინ არის თამრიკო კორძაია?
თამრიკო კორძაია ქართველი პიანისტი და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენელია, რომელიც წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის საკაის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია და მოცარტის ინტერპრეტაციის სპეციალური პრიზი იაპონიაში, ასევე ვინტერთურის კულტურის ჯილდო. 2008 წლიდან არის შვეიცარიული Mondrian Ensemble-ის წევრი — ანსამბლმა 2018 წელს Swiss Music Prize მიიღო. კორძაია აქტიურად თანამშრომლობს თანამედროვე კომპოზიტორებთან, ასრულებს მათ ახალ და ხშირად მისთვის დაწერილ ნაწარმოებებს და განსაკუთრებით უკავშირდება ქართველი კომპოზიტორის მიხეილ შუღლიაშვილის მუსიკის ხელახალ აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ის ასევე არის ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის ფორტეპიანოს პროფესორი და მულტიდისციპლინური ანსამბლ KIOSK-ის წევრი.
2005 წლიდან ის არის ქართულ-შვეიცარიული თანამედროვე მუსიკის ფესტივალის Close Encounters-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც საქართველოსა და შვეიცარიის თანამედროვე მუსიკის სცენების დაკავშირებაა. პარალელურად, კორძაია ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZHdK) ფორტეპიანოს პროფესორია.
ვინ არის ალექსანდრე კორძაია?
ალექსანდრე კორძაია, სასცენო სახელით Kordz, ქართველი კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და ელექტრონული მუსიკის არტისტია, რომელიც 1994 წელს თბილისში დაიბადა და ბავშვობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის გაატარა. მან მუსიკალური განათლება შვეიცარიაში, ბაზელის მუსიკის აკადემიაში მიიღო, სადაც აუდიოდიზაინს, ელექტროაკუსტიკურ კომპოზიციას, ხმის ჩაწერასა და ხმის ინჟინერიას სწავლობდა, მოგვიანებით კი ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში კომპოზიციაზე სწავლობდა. Kordz-ის მუსიკა აერთიანებს კლასიკურ და ორკესტრულ მუსიკას, ელექტრონიკასა და ექსპერიმენტულ ჟღერადობას; ის თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ და უცხოელ მუსიკოსთან და მისი ნამუშევრები შესრულებულა, მათ შორის, სიმფონიურ ორკესტრებთან. 2026 წელს მან დედასთან, პიანისტ თამრიკო კორძაიასთან ერთად ერთობლივი ალბომი „Find Me“ გამოუშვა.
Kordz-მა 2021 წელს შექმნა პროექტი „Kordz x Sakamoto“, რომელშიც საკამოტოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები საკუთარი სტილით გადაამუშავა. პროექტი ჰოლანდიის ფესტივალზე, Asko|Schönberg Ensemble-თან ერთად, საკამოტოს თანხმობით განხორციელდა.
კომენტარები
გადახედვა
“ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში” — რა კავშირი აქვს Kordz-ს “ოლე ოლასთან”?
3 წუთის წინ
“ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში” — რა კავშირი აქვს Kordz-ს “ოლე ოლასთან”?
გადახედვა
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
18 საათის წინ
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
18 საათის წინ
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25 სექტემბერი, 14:39
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გადახედვა
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
25 სექტემბერი, 14:34
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
25 სექტემბერი, 13:57
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
25 სექტემბერი, 13:41
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
25 სექტემბერი, 13:26
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
25 სექტემბერი, 13:11
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
გადახედვა
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
25 სექტემბერი, 13:02
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
25 სექტემბერი, 12:48
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
25 სექტემბერი, 12:16
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
25 სექტემბერი, 12:02
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
გადახედვა
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
25 სექტემბერი, 11:55
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
25 სექტემბერი, 11:24
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
25 სექტემბერი, 11:22
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
25 სექტემბერი, 10:55
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
25 სექტემბერი, 10:45
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
25 სექტემბერი, 10:34
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
“ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა” — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
25 სექტემბერი, 10:32
“ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა” — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
25 სექტემბერი, 10:19
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
კვირის ტოპ-5
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი4368 ნახვა
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?3044 ნახვა
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება2017 ნახვა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება493 ნახვა
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს479 ნახვა
გირჩევთ
ბანკები და ფინანსები
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
ცხოვრების სტილი
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
გადახედვა
კრიმინალი
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კრიმინალი
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI-ს “ურჩმა” აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
OpenAI-ს “ურჩმა” აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
პოლიტიკა
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
თბილისი
“თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
“თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
პოლიტიკა
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
ახლა კითხულობენ
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
25 სექტემბერი, 08:29
Bleecker Street-მა ილონ მასკზე შექმნილი ახალი დოკუმენტური ფილმის — მასკის ტრეილერი გამოუშვა. ფილმი თითქმის 4…
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – 2 პირი დააკავეს
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი