ჟურნალისტი ნინო ჟვანია:
ნეტარი ხართ ჩემი ფრენდები, ვინც გულწრფელად და ალალად ეკითხებით დღეს ქოცებს – ახლა არ ბრაზობთ ციხის ამბებზე და ახლა არ გამოხვალთ ქუჩაშიო? მიამიტები ხართ, თუ გგონიათ რომ ის ხალხი მაშინ მართლა იმიტომ გამოვიდა რომ გადაეკეტათ.
მაშინ ყველანი იყვნენ ან ქეთი დოლიძე/ნინელი ჭანკვეტაძეები, ან გრეჩიხები, ან ხალხი რომელიც “მართეს” და + რა თქმა უნდა ქურდების სასტავი და მათი მყვარებელი ხალხი. ზოგს მილიონი უნდოდა, ზოგს ბიუჯეტით დაფინანსებული საკუთარი ფესტივალი, ზოგს ბანკის კრედიტიდან გამოხსნილი და ნაჩუქარი ბინა, ზოგს დიდი ჰონორარები ბიუჯეტიდან რაღაც გოიმურ უფასო კონცერტებში.
ზოგს პირადი ბოღმა ჰქონდა, ნაცებმა ჩარეცხილი მიწოდესო, ზოგს სუსის ეშინოდა – ერთ დღესაც დამადგებიან ვიციო, ზოგს შური ჰქონდა იმას ღვინის ქარხანა და სადაზღვევო კომპანია აქვს და მე ისე დავრჩი, გავკოტრდიო.
ვისაც ამხელა გაქანება არ ჰქონდა, იმ უბრალო ხალხს უნდოდა 0% კრედიტი, უნდოდათ უფასო სარეცხის მანქანა და სოლარიუმის აპარატი.
და იყო კიდევ ერთი ნაწილი, ოოო, ძალიან მთავარი ნაწილი, ოღონდ საერთოდ არ ჩანდნენ, კულისებიდან ვინც დირიჟორობდა და აფინანსებდა ამ ყველაფერს, ვისაც პირადი მტრობა ჰქონდა ზოგადად ნაცებთან, აი ძალიან პირადი მტრობა მიშასთან და კიდევ უფრო მეტად პირადი ბაჩო ახალაიასთან. ეგენი “ობშიაკით” მილიონსაც ჩავიდოდნენ ალბათ და ბიძინას თანხაშიც შეეხიდებოდნენ, ოღონდაც ბევრი ქეთი დოლიძე და ნინელი ყოფილიყო გაშვებული საველე სამუშაოებზე, ვინც კარდაკარ ივლიდა, სოფელ-სოფელ ივლიდა, ეთერიდან ყოველ დღე ილაპარაკებდა – რომ ხალხოოოო, “ღმერთმა აიღო და გვესროლა ბიძინა”!!!!
მოკლედ, ერთ ფლანგს ბიძინას მესიად შერეცხვა ებარა და ეს საქმე ვისაც მიშა ჩარეცხვას უპირებდა (მაგრამ ვერ ჩარეცხა
) იმ “ინწელიგენციამ” და “ცნობადმა” სახეებმა სიხარულით ითავეს. მეორე ფლანგს კი დაევალა რამდენიმე წელი ეგროვებინათ ყველაზე საშინელი კადრები (კასტილებიანი სამეგრელოში, ცოცხები ციხეში) უნდა გადაეღოთ და საგულდაგულოდ შეენახათ, კასრებში თუ შვეიცარიაში, მთავარია წლები გადამალული ჰქონოდათ სანამ ის მთავარი მომენტი დადგებოდა, როცა “ტრიუკს ჩაგვიტარებდნენ” და “დამაშნი ზაგატოვკებს” გამოუშვებდნენ დღის სინათლეზე. რამდენიმე წელი ემზადებოდნენ და კარგად რომ მოემზადნენ მაგრადაც შეგვისრულეს.
რაღაც ნაწილმა ბუნებრივია რომ ის აირჩია, რაც აირჩია. მე დღემდე იმათი კი არ მიკვირს ვინც თავისი პასტით წავიდა, მაგათი უფრო მესმის. მე მიკვირს ჩემი იმ მეგობრების და ბაბლის, რომელიც ფოტოგრაფების საქმეს ვერ პატიობდა ნაცებს, და 41 ამიტომ შემოხაზა, რადგან თურმე აბდალაძე პრეზიდენტის სასახლის შიდა ფოტოებს რომ აწვდიდა რუსებს ხელფასის სანაცვლოდ, ეს შპიონაჟი კი არა, უბრალოდ დამატებითი სამსახური იყო, როგორც ფრილანსერი და ალბათ ეგონათ ჟურნალ OK! -ისთვის უნდოდათ ეგ ფოტოები, რომ იქ დიზაინი განეხილათ. აი ეგ ბაბლი და მაშინდელი ოპო-პოლიტიკოსები რომ შეცდნენ, მაგას დაარქვით ჯერ სახელი, ეგ ახსენით და მოინანიეთ და არა იმ უკბილო ბაბოს მოსთხოვეთ პასუხი და ლოგიკა, ვისაც ეგონა რომ ბანკი 0%_იან კრედიტს მისცემდა. მაგრამ იმას მოკითხო უფრო ადვილია ხო? 
და აქ არ ვგულისხმობ მარტო იმ მასას, როგორსაც როცა ჰკითხეს – ამდენი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში და ეს მოგწონთო? უპასუხა:
– ჩემები არ ეწევიან, ჩემებს ყველაფერი აქვთ.
ასეთებს არ თხოვთ ალბათ თქვენც ლოგიკურად იმსჯელონ და თქვენი პოსტები იკითხონ ხომ? აბა მაშინ ვის ეუბნებით? ვის უხსნით ამდენს? უფრო განათლებულებს და შერაცხადებს? ფბ-იც რომ აქვთ და თქვენს პოსტებს ნახავენ და ეგებ დაფიქრდეს და შერცხვესო? და ვინაა ეგეთი? აი მაგალითად ზუზულინკა?
როცა ჰკითხეს – თიკა რუხაძეს დაქალი რომ ხარ და ამდენ ტენდერში გაგამარჯვებინა, მაგ 2 მილიონიდან ატკატს აძლევდიო? რა უპასუხა ჟურნალისტს გახსოვთ?
– მილიონ, მილიონ, მილიონ, ალიხ როზ!!! – და ბოლოს იმ ქოლცენტრის მენეჯერი გოგოსავით რომ გადაიხარხარა, კანადელ ბაბუას რომ ურეკავდა და მე მოგპარე ფულიო და დასცინოდა, ხომ ნახეთ ეგ? ეგაა თქვენი ზუზუც მერე. რა განსხვავებაა, თქვით აბა?
და რას გააგებინებთ ახლა თქვენ ან ზუზუს, ან ქუჩაში იმ ქოცალა ბაბოს თქვენი პოსტებით? რა განსხვავებაა მათ შორის? (შანელის გარდა)
ვაიმე ციხეში კაცი გააუპატიურესო – ამის გამო დღეს არავინ აღარ გამოვა გარეთ. ვინც გამოვიდოდა ის ისედაც გამოსულია უკვე. ერთი კი არა, მინიმუმ სამი წელია გარეთაა ეგ ხალხი.
დაპირდით ხალხს ბანკებში პროცენტის განულებას, ძველი კრედიტების პატიებას, პენსიების გაათმაგებას და ყველა ახალდაქორწინებულ ოჯახს უფასო მაცივარს და მერე გამოვლენ.
– ვერა ხომ? რატომ? ააა, არ შეგიძლიათ???
– აი მურტალოს კი შეუძლია!!!
იმიტომაც მოიგეს მურტალოებმა.




