ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცა“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და პოლიტანომ ტურატის კარი დალაშქრა. შემდეგ კვარაცხელიამ პერეირასთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. 33-ე წუთზე ხვიჩამ გაიტანა და ანგარიში გაზარდა. მერე „კვარა“ დრიბლინგისას იცომ წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლური გუნდი უტევდა და ორი მომენტი შექმნა - ქართველის პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა, მაკტომინეის თავური კი ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალეს - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე
3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„ნაპოლი“ 13 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს „კომოს“ მიიღებს.
ნაპოლი - მონცა 2:0
გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 2:0 კვარაცხელია (33)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.