ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]
![ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/b8fb6d2fcfe77af58fb0a28aba714df2-Q6B73p.jpeg)
სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა და „ლევანტე“ წინ გაიყვანა, შემდეგ კი მან საგოლე პასი კარლოს ალვარესს გაუკეთა.
ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 8.3 ქულით შეაფასა, ხოლო flashscore-მ 8.2 ქულით.
„ლევანტე“ ამ მომენტისთვის 14 ქულით ლიდერია და 6 ოქტომბერს „ოვიედოს“ მიიღებს.
ლევანტე - ალმერია 4:2
გოლები: 1:0 ბრუგუი (2), 2:0 მორალესი (15),
2:1 არიბასი (17), 2:2 არიბასი (45+2), 3:2 ქოჩორაშვილი (51), 4:2 ალვარესი (74)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.