ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლიმ" "კომოსაც" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

"ნაპოლიმ" "კომოსაც" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომოს“ 3:1 მოუგო.
მასპინძლები 30-ე წამზე ლუკაკუს პასით მაკტომინეიმ დააწინაურა. ნეაპოლური გუნდი ინიციატივას ფლობდა, შეტევები გააგრძელა, კვარაცხელიას დოსენამ ხელი სახეში ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარე აუდერომ მოიგერია. აქედან მოყოლებული სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ, კუტრონემ ბურთი ძელს გაარტყა, სტრეფეცამ კი ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში ოლივეირა რობერტომ წააქცია და ლუკაკუმ პენალტით „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე შანსი ქართველს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ცოტა ხანში „კვარას“ საჯარიმოში მორენომ ხელი
ჰკრა, წააქცია, მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია და პროტესის გამოხატვის გამო მწვრთნელს, კონტეს ყვითელი ბარათი უჩვენა. კვარაცხელია 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ნერესმა მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. მას საგოლე გადაცემა ლუკაკუმ გაუკეთა.
„ნაპოლი“ 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე „ემპოლისთან“ ჩაატარებს.
ნაპოლი - კომო 3:1
გოლები: 1:0 მაკტომინეი (1), 1:1 სტრეფეცა (43), 2:1 ლუკაკუ (53, პენ)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.