ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ხვალ მთავარი გამოცდა გველის, დილის 9 საათზე პარლამენტის უკან” – თსუ-ს სტუდენტების განცხადება

“ხვალ მთავარი გამოცდა გველის, დილის 9 საათზე პარლამენტის უკან” – თსუ-ს სტუდენტების განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ:
,,გაყალბებული არჩევნებით დაგვინიშნა ერთმა კაცმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, ხალხის ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე იკრიბება ხვალ.
ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. არჩევანი ჩვენს ხელთაა – ან ვეგუებით მოპარულ არჩევნებს და უარს ვამბობთ მომავლის პერსპექტივაზე, ან ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს თითოეულ ხმას და ვიმარჯვებთ.
სტუდენტები არ ვაპირებთ, შევეგუოთ გარუსებას, ცენზურას, თავისუფლების შეზღუდვას, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მასობრივ რღვევას და წართმეულ მომავალს.
ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე პარლამენტის უკან.
სხვებთან ერთად, თსუ-ს სტუდენტებიც ვტოვებთ აუდიტორიებს, გავდივართ პარლამენტთან და ვიბრძვით წართმეული ხმების დასაბრუნებლად.
გაიმარჯვებს საქართველო”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.