ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Times of Israel: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში

The Times of Israel: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში

უსაფრთხოების კაბინეტს ჯერ არ დაუმტკიცებია ცეცხლის შეწყვეტა ლიბანთან, - განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრის  ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა The Times of Israel-ს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, კენჭისყრა სავარაუდოდ მალე ჩატარდება და ცეცხლის შეწყვეტა „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი წარუდგენს კაბინეტს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მონახაზს და ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ლიბანში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.