ზურაბ ჯაფარიძე: ზეგ დილით, 7 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში, ხვალ გამოსვლა პრინციპულად მნიშვნელოვანია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხვალინდელი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდა გამოვიდეს ყველა, ვინც მხარი დაუჭრა ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას:

“ხვალინდელი დღე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. უნდა გამოვიდეს ყველა ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს. მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან იმას, რომ ვიღაცები თავს ახვევენ რუსულ არჩევანს. ზეგ დილით, 7 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში და დილით ხალხის გამოსვლა მესმის რომ არის რთული, ამიტომ ხვალ გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი” განაცხადა ჯაფარიძემ “მთავარის” პირდაპირ ეთერში, გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციიდან. 

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა ძალებმა 24 ნოემბერს შეკრება საღამოს 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დააანონსეს, საიდანაც მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაიმართება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათენებენ და 25-ში, ორშაბათს დანიშნულ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო