ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხერსონის ოლქზე შეტევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინული მხარე

ხერსონის ოლქზე შეტევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინული მხარე
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოთხი ადამიანის დაღუპვა დასტურდება.
„დაახლოებით 11:30 საათზე ოკუპანტების დრონებმა იმსხვერპლეს ველოსიპედისტი, რომელიც გზაზე მიდიოდა. სამწუხაროდ, 70 წლის კაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო“, - წერდა პროკუდინი Telegram-ზე.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ჩერნობაევკა დაბომბეს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ამ დროისთვის, ცნობილია სამი დაღუპულისა და ოთხი დაჭრილის შესახებ“, - განაცხადა ერმაკმა.
ბოლო ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა ხუთს აღწევს, ხოლო დაღუპული ოთხი პირი.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.